მომსახურების პირობები
წინამდებარე დოკუმენტი არის wondershop-ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.
წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს „სტარი 777“ შორის. შპს „სტარი 777“ (ს.ნ.445527706) რეგისტრირებული მისამართი — ქ. ბათუმი, ივ. ჯავახიშვილი 4.
შპს „სტარი 777“ წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „wondershop“.
wondershop-ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და wondershop-ის სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილული უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება wondershop-ის სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან wondershop მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.
დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია wondershop-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. wondershop-ის გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
- Wondershop (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“) — საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „სტარი 777“, საიდენტიფიკაციო კოდი 445527706, რეგისტრირებული: ქ. ბათუმი, ივ. ჯავახიშვილი 4.
- მომხმარებელი — იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს wondershop-ზე განთავსებული პროდუქცია.
- მომხმარებლის თანხმობა — წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
- მესამე პირი — ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
- პირდაპირი მარკეტინგი — ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის ან მომსახურების შეთავაზება.
შპს „სტარი 777“. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.
მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა
Wondershop-ს პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი ან არასრული მისამართისა და/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
wondershop იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.
შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები
მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას უზრუნველყოფს შპს „სტარი 777“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 445527706, რეგისტრირებული: საქართველო, ბათუმი, ივ. ჯავახიშვილი 4).
მიწოდების ხელშეკრულების მხარეები არიან მომხმარებელი და შპს „სტარი 777“.
wondershop, საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას — კერძოდ მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს — მიაწოდებს საქართველოში არსებულ წამყვან საკურიერო კომპანიებს.
wondershop მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქციას გადასცემს საკურიერო კომპანიას, რომელიც ახორციელებს პროდუქციის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე.
wondershop-ის პასუხისმგებლობა სრულდება პროდუქციის მომხმარებელზე გადაცემის დროს. ნივთის ჩაბარებამდე პროდუქციის დაკარგვისა და დაზიანების რისკი სრულად იკისრებს შპს „სტარი 777“-ს.
ანგარიშსწორების წესი
ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ wondershop-ზე არსებული გადახდის მეთოდებით (განვადებით და საბანკო გადარიცხვით).
შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისთვის სასურველ გადახდის მეთოდს.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
wondershop შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე და მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.
wondershop პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები და/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.
შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას
ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. wondershop მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის wondershop-ის სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადო გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს wondershop-ის კანონით დაცულ ინტერესებს.
მარკეტინგი
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება სარეკლამო, წამახალისებელი მასალების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს ვებგვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას.
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს wondershop-ის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით განაცხადოს უარი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე.
საავტორო უფლებები
ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის wondershop-ს.
ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.
wondershop პატივს სცემს სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოუწოდებს მომხმარებელს დაიცვას wondershop-ის საავტორო უფლებები.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით, განთავსდა wondershop-ზე, მომხმარებელმა უნდა დაუკავშირდეს wondershop-ს ელექტრონულ ფოსტას და მიუთითოს დანიშნულებაში საავტორო უფლების დარღვევა.
მესამე მხარის ვებგვერდები
wondershop იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს wondershop-ის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, wondershop მომხმარებელს მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.
ცვლილებები და დამატებები
wondershop იტოვებს უფლებას წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები და/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების და დამატებების განხორციელების შემდეგ wondershop მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.